მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის კრებულის პრეზენტაცია

ღონისძიებები

25 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის კრებულის პრეზენტაცია. წიგნი აერთიანებს ქართველი და უცხოელი პროფესორებისა და მომხსენებლების თითო ლექციის ტექსტურ ვარიანტებსა და სტუდენტების საუკეთესო რეცენზიებს (კრებულში 10 სტუდენტის რეცენზია მოხვდა), რომელთა დაწერაც მათ სკოლის ფარგლებში მოუწიათ.

პრეზენტაციაზე წიგნები უფასოდ დარიგდება.

პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ხელშეწყობით. პროექტის ორგანიზატორები: ნინო მხეიძე, გიორგი გაბელია, ალექსანდრე გაბელია


დრო: 25 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები