
ახალი ამბები
5 თებერვალი, 2025

ახალი ამბები
30 იანვარი, 2025

ახალი ამბები
30 იანვარი, 2025
კატარის უნივერსიტეტის სტიპენდია არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
2025-2026 სასწავლო წლისთვის კატარის უნივერსიტეტი გამოყოფს ორ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე Arabic Program for Non-Native Speakers.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- იყოს 18-დან 40 წლამდე;
- გასული წლების განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული სტიპენდია ამავე პროგრამაზე Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად;
- საბაზისო დონეზე მაინც (Modern Standard Arabic) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
- უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურად ან არაბულად.
პროგრამაზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2025 წლის 5 იანვრიდან 2025 წლის 20 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: internationalstudents@qu.edu.qa
2025