მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კანონიკური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ნარსია ფულბრაიტის სამეცნიერო პროექტის გამარჯვებულია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, კანონიკური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ნარსიამ გაიმარჯვა ფულბრაიტის სამეცნიერო პროექტის კონკურსში (Fulbright Residence Scholar). პროექტი 2023-2024 წლებში სან ანტონიოს (ტექსასი, აშშ) წმ. ფილიპის უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება. ის სრულად არის დაფინანსებული აშშ მთავრობის მიერ.

პროექტი მოიცავს კვლევით და სასწავლო კომპონენტებს რელიგიათაშორისი დიალოგისა და კონფლიქტების საკითხებზე. მის ფარგლებში დაგეგმილია ინტერდისციპლინური კვლევები  თეოლოგიისა და რელიგიის შემსწავლელი მეცნიერებების როლის გამოკვეთით რელიგიური კონფლიქტების დაძლევისა და მშვიდობის მშენებლობაში.

პროექტის სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს ლექციებისა და სემინარების გამართვას წმ. ფილიპის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კოლეჯის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის.

 2023 წელი

 

ბანერები