მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჟურნალ „ისტორიის რეკონსტრუქციების" მეხუთე ნომრის პრეზენტაცია

ღონისძიებები

15 ივნისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ჟურნალის „ისტორიის რეკონსტრუქციების" მეხუთე ნომრის პრეზენტაცია. 

ნომერი განსხვავებული ფორმატით გამოიცა. მასში შევიდა ესეები, დაწერილი მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის რუსეთის

კვლევების ცენტრის პროექტის „რუსეთისა და რეგიონის რეინტერპრეტაცია" ფარგლებში. 

პროექტი განახორციელა ცენტრმა კონრად ადენაურების ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობით. 

ნომერში დაბეჭდილი ესეების თემატიკა მრავალფეროვანია, მაგრამ აერთიანებს რუსული იმპერიალიზმის, კერძოდ უკრაინაში განხორციელებული, აგრესიის საკითხი.

სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური

დრო: 15 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია. 

2023 წელი

ბანერები