მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

იზაბელა ქობალავასა და რუსუდან გერსამიას „სივრცისა და მოძრაობის ენობრივი რეპრეზენტაცია მეგრულსა და ლაზურში“ – მონოგრაფიული ნაშრომების პრეზენტაცია

ღონისძიებები

ბეჭდურად გამოიცა იზაბელა ქობალავასა და რუსუდან გერსამიას მონოგრაფიები:

1. ი. ქობალავა, სივრცისა და მოძრაობის ენობრივი რეპრეზენტაცია (მეგრული ენის მონაცემთა ანალიზი);
2. რ. გერსამია, სივრცისა და მოძრაობის ენობრივი რეპრეზენტაცია (ლაზური ენის მონაცემთა ანალიზი);
3. Kobalava I. & Gersamia R., Space and Motion in Language representation (Analyses of Megrelian and Laz Linguitic data).

2021 წლის 15 ივნისს, 17:00 საათზე, გაიმართება პრეზენტაცია. მონოგრაფიების ავტორები წარადგენენ კვლევის შემაჯამებელ მოხსენებას.

წარმოდგენილი გამოკვლევა გულისხმობს სივრცული მიმართებებისა და მოძრაობის კოგნიტიური მოდელების დადგენა-ანალიზს ქართველური ჯგუფის ორ ენაში – მეგრულსა და ლაზურში. კვლევა ემყარება ლეონარდ ტალმის მოძრაობის ტიპოლოგიას და სტეფან ლევინსონის რეფერენციის ჩარჩოს. ანალიზისას გამოყენებულია ფუნქციური მიდგომა, ენობრივ გამომსახველობით საშუალებათა სემანტიკურ კომპონენტებად დაშლის მეთოდი, ტაქსონომიის მრავალგანზომილებიანი კლასიფიკაციები.

სინამდვილის კონცეპტუალიზაციის ენობრივი საშუალებები უნივერსალურთან ერთად სოციოკულტურული, გეოგრაფიულ-ლადშაფტური თუ სხვა ფაქტორებით შეპირობებულ სპეციფიკურ ხასიათსაც ატარებს, რაც ზრდის ცალკეულ ენათა შესწავლის მნიშვნელობას და გასაგებს ხდის იმ ღირებულებას, რომელიც ენიჭება ადეკვატურად გაანალიზებულ კონკრეტულ ენობრივ მასალას ზოგადტიპოლოგიური თვალსაზრისით.

  • კვლევა „მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები მეგრულსა და ლაზურში“ დაფინანსდა შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (გრანტი N217344)
  • კვლევა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ბაზაზე.
  • შეხვედრის ფორმატი: დისტანციური, zoom-ის გამოყენებით.
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3wd7RhI

 

Meeting ID: 889 3526 2385

Passcode: 786431

 
2021 წელი
ბანერები