მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ივირონი და მისი მხატვრული მემკვიდრეობა“ – პროფესორ ნინო ჭიჭინაძის ონლაინლექცია

ღონისძიებები

27 აპრილს, 18:00 საათზე, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელის The Caucasus Through Time Network-ის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჭიჭინაძე ონლაინ წაიკითხავს ლექციას ''Iviron and its Artistic Legacy''.

მომხსენებელი შეეხება ივირონის ათონის ქართველთა მონასტერსა და მის ხელოვნებას. ივირონის რელიგიური და პოლიტიკურ-კულტურული განზომილება, რომელიც სცილდება საკუთრივ ათონის მთას, გაცხადებულია სამონასტრო ხელოვნებითა და რელიკვიებით. საუკუნეთა განმავლობაში  ათონსა და საქართველოს შორის  კავშირ-ურთიერთობების თავისებურებები განხილული იქნება ხელოვნების პერსპექტივიდან.

ფორმატი: ონლაინ (შეხვედრა ზუმში)

რეგისტრაცია:

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 27 აპრილი, 18:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2024

 

ბანერები