მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ისტორიის რეკონსტრუქციები

ღონისძიებები

11 აგვისტოს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარადგენს აკადემიური ჟურნალის, „ისტორიის რეკონსტრუქციების” მესამე, სპეციალურ ნომერს „საბჭოთა ტრავმა – საქართველოს ცოცხალი მემკვიდრეობა“ (Soviet Trauma as Georgia's Living Heritage).

ჟურნალის  სპეციალური გამოცემა დაეთმო 1937-1938 წწ. რეპრესიების ბუნებისა და მაგალითების, მათი რეზონანსის ანალიზს.

წარდგენაში მონაწილეობას მიიღებენ კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის წარმომადგენელი გიორგი ბუტიკაშვილი და ავტორები: დავით დარჩიაშვილი, დავით ჯიშკარიანი, რუსუდან კობახიძე, ოლივერ რაისნერი, ჯანა ჯავახიშვილი, ივეტა გოგავა და ირაკლი ხვადაგიანი.

სპეციალური ნომრის რედაქტორებად მოწვეულები იყვნენ დავით ჯიშკარიანი და თამარ თოლორდავა. 

ნომერი გამოიცა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის მხარდაჭერით.

აკადემიური ჟურნალი „ისტორიის რეკონსტრუქციები“ შეიქმნა 2015 წელს. პროექტის მიზანია თანამედროვე საქართველოს ისტორიულ-კულტურული კონტექსტის რეკონსტრუქციის ხელშეწყობა. ჟურნალს გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჟურნალში შესულია შემდეგი სტატიები:

,,საბჭოთა წარსულის გავლენები თანამედროვე საქართველოზე – გათელილი ბილიკის სინდრომი“ -  დავით დარჩიაშვილი

,,პოლიტიკური სხეულის კონცეფცია დამოუკიდებელი საქართველოსთვის სტალინიზმის გაუაზრებლობის გააზრებისთვის“ - მალხაზ სალდაძე

,,წარსულის დაფასება და აწმყოს გაძლიერება: დიდი ტერორის ასახვა სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში“ - ლაურა მაფიცოლი

,,როცა წარსულის გასაღები დაკარგულია: ტრავმის კვალი პოსტტოტალიტარულ საქართველოში“ - ჯანა (დარეჯან) ჯავახიშვილი

,,სტალინური ტერორის (1936-1938) მეხსიერება რეპრესირებული ოჯახების ნარატივებში: კულტურული ტრავმა“ - ივეტა გოგავა

,,საბჭოთა პროპაგანდისტული მოდელის რამდენიმე ასპექტი (გაზეთი ,,კომუნისტის” 1936-1937 წწ. საგაზეთო ენა)“ - რუსუდან კობახიძე

,,საქართველოში დიდი ტერორის კვალდაკვალ. მიხეილ მგალობლიშვილის „რეპრესირებული ადამიანის 1937 წლის მოგონებები““ - ოლივერ რაისნერი

,,საქართველოს ძველ ბოლშევიკთა საზოგადოების წმენდა 1936-1938 წლებში. მსხვერპლთა კლასტერის ანალიზი“ - ირაკლი ხვადაგიანი

,,პორნოგრაფია ფეხსაცმლის ქარხნის საპირფარეშოში” და თარჯიმანი ჩეკისტი განსასჯელის სკამზე“  - დავით ჯიშკარიანი

2021 წელი

 

ბანერები