მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ირანი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. ისტორიის ტვირთი და გამოწვევები რეგიონული თანამშრომლობისთვის“ – ვორქშოპი

ღონისძიებები

5 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის S201/202 სხდომათა დარბაზში გაიმართება გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და სტამბოლის ირანული კვლევების ცენტრის ერთობლივი ვორკშოპი „ირანი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. ისტორიის ტვირთი და გამოწვევები რეგიონული თანამშრომლობისთვის“.

ამ ღონისძიებით დაიწყება ზემოხსენებული კვლევითი ცენტრების აკადემიური შეხვედრების სერია, რომელიც მოიცავს ირანისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობათა სხვადასხვა ასპექტს.

ვორკშოპების განსახილველ თემათა შორისაა: ირანი და საგარეო აქტორები სამხრეთ კავკასიაში; პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები; ლიტერატურული და ლინგვისტური კონტაქტები; სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში ირანის მონაწილეობის სხვადასხვა ასპექტი.

დაგეგმილია ვორკშოპებზე წარმოდგენილ მოხსენებათა კრებულის სახით გამოცემა.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 5 მაისი, 15:00-18:00 სთ

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, S201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის ქუჩა N1

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები