
ღონისძიებები
20 მარტი, 2025

ღონისძიებები
11 მარტი, 2025

ღონისძიებები
28 მარტი, 2025
ინტელექტუალური თამაში „თავისუფალი მეცნიერებების“ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაწილეობით
19 თებერვალს, ილიას უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის - „თავისუფალი მეცნიერებების“ - პროფესორის, მანანა ანასაშვილის, ამჟამინდელი სტუდენტებისა და პროგრამის კურსდამთავრებულების მონაწილეობით, გაიმართა ინტელექტუალური თამაში.
მსგავსი ინტელექტუალური თამაშები უკვე ტრადიციად იქცა და „თავისუფალი მეცნიერებების“ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, შეხვდნენ ერთმანეთს საუნივერსიტეტო სივრცის გარეთ და მოსინჯონ ძალები როგორც კურსის ფარგლებში განვლილი მასალის ჩაღრმავებულ ცოდნაში, ასევე ზოგად განათლებაშიც.
თავისუფალი მეცნიერებები/Free Arts ილიაუნისა და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამაა, რომელსაც „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა" (AGILE) ილიას უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.
გალერეა