


ილიაუნის ხალხური სიმღერების გუნდი იწვევს სტუდენტებს
ახალი ამბები
ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი იწვევს ახალ წევრებს, როგორც ბაკალავრებს, ასევე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
ილიაუნის ხალხური სიმღერების გუნდი 2012 წელს შეიქმნა. 2019 წელს მოიპოვა საქართველოს საგუნდო კონკურსის ორი პირველი ადგილი სიმღერისა და საგალობლის შესრულებაში, 2022 წელს კი – საქართველოს საგუნდო კონკურსის ორი პირველი ადგილი ოქროსა და ვერცხლის მედლებით სიმღერისა და საგალობლის შესრულებაში.
გუნდი ხშირად მონაწილეობს საინტერესო პროექტებსა და გასტროლებში. ყოველი სემესტრის ბოლოს კი მართავს კონცერტს, რომელზეც სრულდება ახალი რეპერტუარი – ქართული ხალხური სიმღერები, საგალობლები, უცხოური ფოლკლორის ნიმუშები როგორც ხალხური, სამხმიანი, ასევე კაპელის ოთხხმიანი წყობით.
რეპეტიციები
დრო: სამშაბათი, პარასკევი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, D406 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ თამაზ გაბისონიას.
ტელ.: 593181000; tamaz.gabisonia@iliauni.edu.ge
2023 წელი