მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ხალხური სიმღერების გუნდი იწვევს სტუდენტებს

ახალი ამბები

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი იწვევს ახალ წევრებს, როგორც ბაკალავრებს, ასევე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

ილიაუნის ხალხური სიმღერების გუნდი 2012 წელს შეიქმნა. 2019 წელს მოიპოვა საქართველოს საგუნდო კონკურსის ორი პირველი ადგილი – სიმღერისა და საგალობლის შესრულებაში. გუნდი ხშირად მონაწილეობს საინტერესო პროექტებსა და გასტროლებში. ყოველი სემესტრის ბოლოს კი ახალი რეპერტუარით აწყობს კონცერტს, რომელზეც სრულდება ქართული ხალხური სიმღერები, საგალობლები, უცხოური ფოლკლორის ნიმუშები, როგორც ხალხური, სამხმიანი, ასევე კაპელის ოთხხმიანი წყობით.

რეპეტიციები

დრო: სამშაბათი, პარასკევი, 18:00 საათ

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ილიაუნის D406 აუდიტორია

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ თამაზ გაბისონიას. ტელ.: 593181000; tamaz.gabisonia@iliauni.edu.ge

2022 წელი

 

ბანერები