მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის პროფესორი სოფო ზვიადაძე COST Action-ის კონსორციუმის (COREnet) მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფო ზვიადაძე ნომინირებული იქნა და აირჩიეს მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ევროპული კოოპერაციის (COST Action) კონსორციუმის (COREnet) მმართველი კომიტეტის წევრად.

CA20107 – მიგრაციის და რელიგიური მრავალფეროვნების თეორიისა და პრაქტიკული საკითხების დაკავშირება (COREnet) – ინტერდისციპლინური ქსელია, რომლის მიზანი ევროპაში მიგრაციისა და რელიგიური მრავალფეროვნების ურთიერთმიმართების შესახებ გამოცდილების გაცვლა, ცოდნის შექმნა და ახალ შესაძლებლობათა შექმნაა.

ქსელის მიზანია ინოვაციური სამეცნიერო მიდგომით გადალახოს ევროპული ქვეყნების დაყოფა და მზარდი სოციალური მეცნიერების ცოდნა შემატოს მიგრაციასა და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე, რელიგიების კვლევებისა და თეოლოგიური შეხედულებების მიერ ახსნილ მიგრანტთა და ლტოლვილთა ნარატივებს. ქსელი წარმოადგენს ევროპის ყველა ქვეყნისა და კარიერის ყველა საფეხურზე მყოფი მკვლევრების გაერთიანებას, რომელიც ახალი თაობის ინტერდისციპლინური სწავლების გზით შესაძლებელს ხდის რელიგიათა კვლევის, თეოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა დაკავშირებასა და თანაშემოქმედებას.

ქსელი აკავშირებს ახალ ცოდნას სტეიკჰოლდერებთან – სახელმწიფო, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ მრავალფეროვნების მართვის სფეროში ნაციონალურ და ინტერნაციონალურ დონეზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: https://www.cost.eu/actions/CA20107/

2023 

 

ბანერები