მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის მუსიკის ცენტრი – საფორტეპიანო მუსიკის საანგარიშო კონცერტი

ღონისძიებები

12 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი გამართავს საანგარიშო კონცერტს. მასში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტები: ბადრი ანთაძე, მარიამ ბეჟიაშვილი, გიორგი გაბუნია, ნატალია სიმონიშვილი და მედეა ცქიტიშვილი.

პროგრამაშია იოჰან სებასტიან ბახის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ფრედერიკ შოპენის, ფერენც ლისტის, ალექსანდრე სკრიაბინის და სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებები.

საანგარიშო კონცერტზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გამოგეგზავნებათ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3N7VlYU

დრო: 12 მაისი, 18:00 საათი

ფორმატი: ჰიბრიდული, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე

სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3N7VlYU

Live - ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3Pgdkyc

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები