ღონისძიებები
8 ივლისი, 2026
ახალი ამბები
29 ივნისი, 2026
ახალი ამბები
29 ივნისი, 2026
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენცია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში
ღონისძიებები
7 ივლისს, 11:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
კონფერენციაზე იმუშავებს ორი სექცია, ერთი – ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების პროგრამების, მეორე – სოციალური მეცნიერებების პროგრამების მიმართულებით.
თითოეული მოხსენებისთვის განკუთვნილია 10 წუთი, კითხვა-პასუხისთვის – 5 წუთი.
დღის წესრიგი
- 11:00-11:15 სთ. – რეგისტრაცია და გახსნა – მონაწილეების მისალმება და დღის წესრიგის წარდგენა
- 11:15-14:00 სთ. – ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების პროგრამების სექცია – სტუდენტთა მოხსენებები და კითხვა-პასუხი
- 14:00-14:45 სთ. – ლანჩი და შესვენება
- 14:45-5:45 სთ. – სოციალური მეცნიერებების პროგრამების სექცია – სტუდენტთა მოხსენებები
- 15:45-16:00 სთ. – შეჯამება და დახურვა – კონფერენციის შედეგების მოკლე შეჯამება
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 7 ივლისი, 11:00 -16:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026