მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი

სემინარები

28 აპრილს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჭიჭინაძე წაიკითხავს მოხსენებას: „დავით აღმაშენებლის სამონასტრო ხელოვნების პატრონაჟის ზოგიერთი ასპექტი“. მონასტერთა დაფუძნება-გამშვენება შუა საუკუნეებში მონარქთა ღვთისმოსაობისა და იმავე დროს ძალაუფლების მანიფესტაციად აღიქმებოდა. სამონასტრო პატრონაჟი პოლიტიკური და ძალაუფლების დისკურსის განუყოფელ ნაწილად ისახებოდა. მოხსენება ეხება დავით აღმაშენებლის სამონასტრო ხელოვნების პატრონაჟის პარადიგმებს.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ფორმატში.

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ჭიჭინაძეს ელმისამართზე: nino_chichinadze@iliauni.edu.ge, რომ გამოგიგზავნოთ ზუმის შეხვედრის ბმული სემინარის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

2021 წელი

ბანერები