მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში პროფესორ მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები გაიმართება

ღონისძიებები

27 და 29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus+-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში გაიმართება ჰუმბოლტის უნივერსიტეტის  პროფესორის მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები.

სემინარზე დასწრება საინტერესო იქნება ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, ასევე ლიტერატურის თეორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. 

  • 27 მაისი, 19:00 საათი – “Roman Jakobson’s Linguistics and Poetics“ („რომან იაკობსონის ლინგვისტიკა და პოეტიკა“)

მნიშვნელოვანია, რომ დამსწრეებს წინასწარ ჰქონდეთ წაკითხული რომან იაკობსონის ტექსტი:

სამუშაო ენა: ინგლისური

  • 29 მაისი, 19:00 საათი – „Werther in aller Welt. Goethes Roman als Modell für eine transnationale Perspektive auf Literatur“ („ვერთერი მთელს მსოფლიოში. გოეთეს რომანი ტრანსნაციონალური პერსპექტივიდან“)

სამუშაო ენა: გერმანული


მარკ-გეორგ დერმანი გერმანული ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორია ჰუმბოლტის უნივერსიტეტში (ბერლინი). მისი კვლევის სფეროებია ეპოსის ისტორია, ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ურთიერთმიმართებები, ლიტერატურა და ისტორია, ანტიკურობის რეცეფცია ლიტერატურაში, კულტურის ტრანსფერი ინგლისსა და გერმანიას შორის.

მომხსენებლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: Prof. Dr. Mark-Georg Dehrmann — Institut für deutsche Literatur (hu-berlin.de)

სამუშაო ენები: ინგლისური, გერმანული

დრო: 27 მაისი, 29 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507),  გ. წერეთლის ქ. N3

დასწრება თავისუფალია.

2024 წელი

ბანერები