მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰალეს უნივერსიტეტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია შირაქში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰალეს (გერმანია) უნივერსიტეტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია გერმანიის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების ხელშეწყობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა  და ჰალეს (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მონაწილეობით დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქში, ადგილ „ნაზარლებზე", 12 სექტემბერს დაიწყო და 6 ოქტომბრამდე გაგრძელდა. ექსპედიცია სწავლობდა გვიანდელი ბრინჯაო-ადრეული რკინის ხანის ნამოსახლარს. არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი პროექტის – „კავკასიაში სახელმწიფოებრიობის სათავეებთან“ ფარგლებში; პროექტი უნივერსიტეტში ჯერ კიდევ 2007 წლიდან მიმდინარეობს. ამჯერად მას შეუერთდა ჰალეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების სემინარიც, რომელიც მომავალ წლებშიც გააგრძელებს აღნიშნულ სასწავლო-კვლევით პროექტში მონაწილეობას. „ნაზარლების“ ნამოსახლარზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები საყურადღებო დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება შირაქში მდებარე დასახლებების სოციალურ-კულტურული ხასიათისა და სამშენებლო-არქიტექურული სპეციფიკის განსაზღვრა წინა აზიისა და მახლობელი აღმოსავლეთის გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის დასახლებებსა და სახელმწიფოებრივ გაერთიანებებთან მიმართებაში. 

ბანერები