მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ცუკუბას უნივერსიტეტის ერთობლივი სტუდენტური პროექტი დასრულდა

ღონისძიებები

3 სექტემბერიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოს ცუკუბას უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი პროექტის ავტორის, პროფესორ ჰაიატე სოტომეს ხელმძღვანელობით პროექტის „მულტიკულტურული სასწავლო პროგრამა – გავეცნოთ ქართულ კულტურას და ვიფიქროთ რეგიონების განვითარებაზე“ ფარგლებში. პროექტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ასოცირებული პროფესორის, ჯაბა მესხიშვილის ხელმძღვანელობით.

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს უნიკალური ენისა და კულტურის, გეოგრაფიული და პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით ცუკუბას უნივერსიტეტისა და ილიაუნის სტუდენტთა მსჯელობას თანამედროვე საქართველოსა და იაპონიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე: რეგიონების დაცლა (დეპოპულაცია), რეგიონული განვითარება და ტურიზმის სექტორის გამოწვევები.

პროექტის მონაწილეები უფრო ღრმად გაეცნენ ორივე ქვეყნის საზოგადოებასა და კულტურას, ასევე ჩამოაყალიბეს რეგიონების სოციალური პრობლემების მიმართ პრაქტიკული მიდგომები.

პროექტი დაიხურება 9 სექტემბერს, 15:30–17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში.

პროექტის მონაწილე ილიაუნისა და ცუკუბას უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ შემაჯამებელ პრეზენტაციებს.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 9 სექტემბერი, 15:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები