მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი

სემინარები

15 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი ეკა დუღაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „იადგარი – X ს-ის ჰიმნოგრაფიული კრებულის კვლევის შედეგები და აკადემიური გამოცემის პერსპექტივა“.

მე-10 საუკუნეში შექმნილი ჰიმნოგრაფიულ-ლიტურგიკული კრებული „იადგარი“ ბიზანტიური „ტროპოლოგიონის“ საფუძველზე ჩამოყალიბდა, თუმცა სტრუქტურულად განსხვავდება მისგან. იადგარის ჩამოყალიბება გრძელდებოდა მთელი მეათე საუკუნის განმავლობაში, კრებულის ხელნაწერები შექმნილია სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის სკრიპტორიუმში და მისი განვითარების შემაჯამებელი ეტაპის ამსახველი ნუსხაა ტაო-კლარჯეთში, შატბერდის მონასტერში (879-899 წწ.), გადაწერილი მიქელ მოდრეკილის იადგარი (ინახება კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში).

კრებული, რომელიც აერთიანებს ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის უძველეს ქართულ თარგმანებსა და ორიგინალურ ქართულ საგალობლებს, მნიშვნელოვანია ქართული პოეტური თარგმანის ისტორიის თვალსაზრისით. იადგარი შეიცავს უძველეს ქართულ მუსიკალურ ნოტაციას, ნევმებს, რომელიც ბიზანტიური ნევმური სისტემისგან განსხვავდება.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ფორმატში.

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ჭიჭინაძეს ელმისამართზე: nino_chichinadze@iliauni.edu.ge, რათა გამოგიგზავნოთ ზუმის შეხვედრის ბმული სემინარის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

2021 წელი

ბანერები