


„იაპონელი პოეტის, მაცუო ბაშოს შემოქმედება“ – პიტერ მაკ-მილანის საჯარო ლექცია
ღონისძიებები
29 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში პიტერ მაკ-მილანი წაიკითხავს მოხსენებას „იაპონელი პოეტის, მაცუო ბაშოს შემოქმედება“.
ლექცია ორგანიზებულია აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის მიერ.
პიტერ მაკ-მილანი ისაუბრებს მე-17 საუკუნის ცნობილი იაპონელი პოეტის, მაცუო ბაშოს პოეზიის შესახებ, იაპონური პოეზიის გამორჩეული მიმდინარეობის, ჰაიკუს, არსზე – როგორ იწერებოდა ჰაიკუ, იაპონურ კულტურასა და მის გავლენაზე.
მომხსენებლის შესახებ
პიტერ მაკ-მილანი, იაპონური პოეზიის ცნობილი მთარგმნელი, პოეტი, იაპონური სატელევიზიო არხის NHK World-ის გადაცემის „ჯადოსნური იაპონური ენის“ წამყვანია. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ტოკიოს, კიორინისა და ტოკიოს ქალთა ქრისტიანულ უნივერსიტეტებში. მთარგმნელობითი საქმიანობისთვის მიღებული აქვს ჯილდოები იაპონიასა და აშშ-ში. მან თარგმნა „ჰიაკუნინ იშუ“, კლასიკური იაპონური კრებულის თარგმანი (2008), „ისე მონოგატარი“ (2016), „ასი პოეტის ერთი პოემა“ (2017), „მოგზაურობა მაცუო ბაშოს პოეზიაში“ (2022). მისი პუბლიკაციებია: „იაპონური კლასიკის კითხვა ინგლისურ ენაზე“, „მანიოშუ ინგლისურად“. იაპონურ გაზეთში „ასაჰი“ აქვეყნებს სერიულ პუბლიკაციებს სათაურით „ვარსკვლავების ტყე“. პიტერ მაკ-მილანმა 2019 წელს მსოფლიოში პირველმა შექმნა კლასიკური იაპონური პოეზიის კრებულ „ჰიაკუნინ იშუზე“ დაფუძნებული ტრადიციული იაპონური ქაღალდის ბარათების თამაშის ინგლისურენოვანი ანალოგია. ის არის ფილოსოფიის მაგისტრი, დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს ინგლისურ ლიტერატურაში. გარდა ამისა მაკ-მილანი კომპანია „Tsukinofune Co“-ის დამფუძნებელი და დირექტორია.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 29 ნოემბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2023წელი