მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გსურთ სწავლის გაგრძელება პოლონეთში?

პოლონეთის მთავრობა 2011 წლიდან გეგმავს სტიპენდიებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის.

წინაპირობა:
-    სტიპენდიის მიღების დროს უნდა იყოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
-    უნდა ფლობდეთ პოლონურ ენას სულ მცირე მინიმალურ დონეზე

სტიპენდიის გაცემის დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამის მიუხედავად, უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი უკვე დღეს გთავაზობთ პოლონური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს. კურსებზე დარეგისტრირება შეუძლიათ როგორც მაგისტრანტებს ისე დოქტორნატებს. მსურველებმა უნდა მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: philosocial@iliauni.edu.ge

გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ:

ორშაბათს 11:00 საათიდან 13:00-მდე
ოთხშაბათს 11:00 საათზე  13:00-მდე.

ჯგუფების დაკომპლექტება დასრულდება 29 ოქტომბერს. გაკვეთილები დაიწყება 1 ნოემბერს.

შენიშვნა: რაოდენობა შეზღუდულია - სულ 10 სტუდენტი.

ბანერები