
ღონისძიებები
20 მარტი, 2025

ღონისძიებები
11 მარტი, 2025

ღონისძიებები
28 მარტი, 2025
გნებავთ სრულყოთ თქვენი განათლება?!
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ენების ცენტრთან ერთად გთავაზობთ აღმოსავლური (არაბული, ებრაული, თურქული, სპარსული) ენების შესწავლას.
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო და მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პირობებში მუდმივად პრესტიჟული, დიდი ტრადიციების მქონე და საჭირო აღმოსავლური ენების ათვისება დაგეხმარებათ მიაღწიოთ თქვენს მიზანს და გახდეთ დიპლომატი, თარჯიმანი, მთარგმნელი ან მეცნიერი. აღმოსავლური ენების არჩევის შემთხვევაში, ამ ქვეყნების საელჩოების აქტიური ხელშეწყობით გეძლევათ შანსი, ყოველწლიურად გაიაროთ უფასო სტაჟირება აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში და დახვეწოთ თქვენი ცოდნა, რაც შექმნის საფუძველს თქვენი შემდგომი წარმატებისთვის.