მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გერმანისტ რეზო (ბუბა) ყარალაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ღონისძიებები

6 აპრილს, 19:00 საათზე, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრში ცენტრისა და გოეთეს საზოგადოების თბილისის განყოფილების ორგანიზებით გაიმართება გერმანისტ რეზო (ბუბა) ყარალაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.


პროგრამა

პროფესორი მანანა პაიჭაძე — მისასალმებელი სიტყვა

მომხსენებლები:

პროფესორი ირმა რატიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

  • მოხსენება „ვაჟა-ფშაველა და გოეთეს ცნება მსოფლიო ლიტერატურა („Weltliteratur“)“

პროფესორი ლევან ცაგარელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მოხსენება „ლაშა ბუღაძის ნუგზარი და მეფისტოფელი – კულტურათშორისი დიალოგი გოეთეს ფაუსტთან“

ასისტენტ-პროფესორი თამარ გელაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მოხსენება „ახალგაზრდა ხელოვანის პორტრეტი: ვილჰელმ მაისტერისა და სტივენ დედალოსის შედარებითი ანალიზი“

ასოცირებული პროფესორი კოკა ბრეგაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მოხსენება „გოეთეს მსოფლმხედველობა და რელიგიური მრწამსი“

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 6 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი, S507 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები