


გამოფენა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“
ღონისძიებები
30 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა „Globale Verflechtungen. Deutsche Siedler in Georgien (1817-1941) / გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“, რომელიც გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით.
გამოფენა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზიგენის უნივერსიტეტს შორის განხორციელებული პროექტის „Globale Verflechtungen der Deutschen in Georgien (1817-1941)“ შედეგად.
დამთვალიერებელი 23 ბანერით გაეცნობა საქართველოში მცხოვრები შვაბი ემიგრანტების ჯერ კიდევ მხოლოდ ფრაგმენტულად შესწავლილ ყოველდღიური ცხოვრების ისტორიას.
ექსპოზიციაზე პირველად გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1941 წლის ოქტომბერში სამხრეთ კავკასიიდან გერმანელების დეპორტაციამდე პერიოდის ხელნაწერი გერმანულენოვანი წყაროები.
ორენოვან ბანერებზე ასახულია გერმანელი კოლონისტების ყოველდღიური ცხოვრების მთელი ციკლი: დაბადება, ნათლობა, ახალგაზრდობა და სასკოლო განათლება, ქორწინება და განქორწინება, გარდაცვალება, დაკრძალვა და სხვ.
პროექტის ხელმძღვანელები: პროფესორი რაფაელა ავერკორნი, პროფესორი ოლივერ რაისნერი
პროექტის წევრები: ფლორიან კრიონერთი, ფელიქს ლოდერმაიერი, ივა მინდაძე, მარი ანა შიობელი, დავით ჯიშკარიანი
პროექტის მენეჯერი, დიზაინერი და რედაქტორი − ლალი კახიძე (ანდრეა ბენედეტოს მხარდაჭერით)
დრო: 30 იანვარი – 12 თებერვალი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიე, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2025