მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის დღე 2023

ღონისძიებები

12 დეკემბერს, 16:00-დან 18:00 საათამდე, ალტერნატივა ჯორჯია გთავაზობთ ღონისძიებას ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა შესახებ ინფორმირებულობის გასაზრდელად. მისი თემაა „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები“.

ონლაინღონისძიების დროს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, დარგის კომპეტენტურ სპეციალისტებს დაუსვან შეკითხვები ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარების შესახებ. მოწვეული ფსიქოლოგი, ნარკოლოგი, იურისტი და ფსიქიატრი მათ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხებს გასცემენ.

ღონისძიება პირდაპირ ეთერში გავა ალტერნატივა ჯორჯიის ფეისბუქზე, ასევე ჩვენს იუთუბარხსა და WWW.CPR.GE პორტალზე. ღონისძიების დროს შეძლებთ Facebook-ის კომენტარებში, ასევე ანონიმური ჩათის გამოყენებით (თქვენი ვინაობა არ იდენტიფიცირდება) დასვათ შეკითხვები.

თუ შეხვედრის მონაწილეთა დიდი რიცხვის გამო ვერ მოხერხდება ლაივში ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, ღონისძიებიდან 2 კვირაში ექსპერტები მოამზადებენ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხებს, რომლებიც გამოქვეყნდება ალტერნატივა ჯორჯიას Facebook-სა და WWW.CPR.GE-ის პორტალზე.

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და ფულბრაითის ჰუბერტ ჰამფრის გაცვლითი პროგრამა. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ალტერნატივა ჯორჯია. შესაძლოა, ის არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და ფულბრაითის ჰუბერტ ჰამფრის გაცვლითი პროგრამის შეხედულებებს.

დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/amLM7

შეკითხვების ანონიმურად დასასმელად გადადით ბმულზე: https://tellonym.me/alternativegeorgia

2023 

 

ბანერები