მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფრანკოფონული ქვეყნების გაცნობა

ღონისძიებები

31 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიება „გავიცნოთ ფრანკოფონული ქვეყნები: პატივს მივაგებთ ალჟირსა და ტუნისს“.

ეს მესამე ღონისძიებაა ციკლისა „გავიცნოთ ფრანკოფონული ქვეყნები“, რომელსაც ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა 2021 წლიდან ატარებს ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის წევრები, ქვეყნის საშუალო სკოლების ფრანგულენოვანი მოსწავლეები, პედაგოგები, ქართული უნივერსიტეტების ფრანგულენოვანი სტუდენტები და პროფესორები, ალჟირისა და ტუნისის უნივერსიტეტების პროფესორები, რომლებიც გაგვაცნობენ ამ ორი ქვეყნის ისტორიას, გეოგრაფიას, ეკონომიკას, დედაქალაქებს, მოსახლეობას, არქიტექტურას, ფრანგულენოვან ლიტერატურას, მუსიკას, მხატვრობას, კინოს, სპორტს, ტურისტულ ადგილებს. 

ფრანკოფონია, მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია, აერთიანებს 57 წევრ და 20 დამკვირვებელ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. ორგანიზაცია თანამედროვე სახით არსებობს 1970 წლიდან. მისი დევიზია „თანასწორობა, ურთიერთშევსება, სოლიდარობა“ („égalité, complémentarité, solidarité“).

ფორმატი: ჰიბრიდული

Join Zoom Meeting https://bit.ly/3msuZJ9

Meeting ID: 869 2439 7753

Passcode: 733802

სამუშაო ენა: ფრანგული

დრო: 31 მარტი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები