მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ევა ფერბენქსის ვორკშოპი: როგორ გავხდეთ მწერალი?

ღონისძიებები

22 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, The New Republic (Washington) რედაქტორი, გამართავს ვორკშოპს თემაზე „როგორ გავხდეთ მწერალი?“.

ევა ფერბენქსის წიგნმა The Inheritors სულ ახლახან მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატების უმთავრესი ლიტერატურული პრემია The J. K. Galbraith Award 2023, რომელსაც PEN America გადასცემს ავტორებს. წიგნმა დაიმსახურა 2022 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო არამხატვრული ნაწარმოების სტატუსი. დამატებითი ინფორმაციისთვის: https://pen.org/event/2023-pen-america-literary-awards/

ევა ფერბენქსის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულია შემდეგ გამოცემებში: The New York Times, Washington Post, Guardian (ლონდონი), Atlantic Monthly, Economist და სხვა.

დრო: 22 აპრილი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები