
ღონისძიებები
20 მარტი, 2025

ღონისძიებები
11 მარტი, 2025

ღონისძიებები
28 მარტი, 2025
ესპანური ენის საღამო
ღონისძიებები
12 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ესპანური ენის საღამო.
წარმოდგენილი იქნება ესპანელი დრამარტურგის, ხოსე ლუის ალონსო დე სანტოსის, პიესის „მოგზაურობა მაროკოში" ნაწყვეტი, ნაჩვენები იქნება იმავე ნაწყვეტის ესპანური ვარიანტი;
- სტუდენტები წაიკითხავენ ესპანურ და ლათინოამერიკულ ავტორთა ლექსებსა და პოეტურ პროზას;
- სტუდენტები შეასრულებენ ესპანურ ცეკვებსს „ბაჩატასა" და „სალსას";
- შესრულდება ესპანური სიმღერა;
- სტუდენტები გამართავენ პრეზენტაციას ესპანურ-ქართული ურთიერთობის შესახებ;
- გაიმართება ესპანური კერძების (სტუდენტთა მიერ მომზადებული) დეგუსტაცია.
საღამოს დაესწრებიან ესპანეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მარკოს გრანადოსი და ესპანურენოვანი დიასპორა.
მონაწილეობას მიიღებენ ესპანური ენის A1, B1 და B2 დონის სტუდენტები.
დრო: 12 ივნისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2023