


ერთსემესტრიანი სასწავლო პროგრამა ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისთვის
,,კავკასიის შვეიცარული აკადემიის ქსელი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულების 4 მაგისტრანტს საშუალებას აძლევს, გაიარონ ერთსემესტრიანი სასწავლო კურსი (2010 წლის სექტემბერი-2011 წლის იანვარი) ფრიბურგის უნივერსიტეტში.
,,კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი” ხუთწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარებას. იგი ფინანსდება გერბერტ რიუფ ფონდიდან და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.
მაგისტრანტთა შერჩევა მოხდება კონკურსის საშუალებით. კონკურსში მინაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
- უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებათა დარგში და ამჟამად უნდა სწავლობდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ან სოციალური მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე.
- უნდა ფლობდეს გერმანულ ან ფრანგულ ენას
კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა გერმანულ ან ფრანგულ ენაზე. შევსებული აპლიკაციები და სხვა დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად ნაბეჭდი სახით და ელექტრონულად (კომპაქტ-დისკზე) უნდა ჩაბარდეს ASCN პროგრამის საქართველოს საკოორდინაციო სამსახურს. ასევე გაიგზავნოს ელ- მისამართზე. tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ASCN პროგრამის საქართველოს საკოორდინაციო სამსახურს