მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის

ახალი ამბები

15 სექტემბერს დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწესებული ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის – საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის – პირველი ეტაპი. მას კოორდინირებას უწევდა ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი.

კონკურსისთვის თარგმანები ელექტრონულად წარმოადგინეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა.

ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

  • პროზის ქართული თარგმანი;
  • პოეზიის ქართული თარგმანი;
  • სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი;
  • ესეისა და დოკუმენტური პროზის ქართული თარგმანი.

კონკურსის მეორე ეტაპზე, 2023 წლის 15 დეკემბრამდე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა უნივერსიტეტის კონკურსანტებიდან საუკეთესო თარგმანების ავტორებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

გამარჯვებულთა დაჯილდოება 2023 წლის მიწურულს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

2023

ბანერები