


დოქტორანტ ირაკლი დეკანოზიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
ღონისძიებები
31 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ირაკლი დეკანოზიშვილი დაიცავს სადოქტორო ნაშრომს “The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy” („აღიარების კონცეფცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში“).
ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.
სადისერტაციო ნაშრომი შეეხება აღიარების ცნებას და მის მნიშვნელობას როგორც ეთიკაში, ასევე პოლიტიკის ფილოსოფიაში. ნაშრომში შემოთავაზებულია აღიარების თეორიის ერთგვარი რეკონსტრუქცია, რომელიც წარმოაჩენს ამ ცნების განსხვავებულ ასპექტებს და მას განიხილავს არსებითად მნიშვნელოვნად როგორც პიროვნების კონსტიტუციისთვის, ასევე ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და სოციალური ინტეგრაციისთვის. აგრეთვე ყურადღება ეთმობა სხვადასხვა თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური პრობლემის განხილვას აღიარების თეორიის პერსპექტივიდან და იმის ჩვენებას, როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება სრულფასოვანი და ადეკვატური აღიარების თეორიული მიმართებებით.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი თომას გუტმანი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 31 იანვარი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
2025