მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორანტ დარეჯან ჯავახიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2018  წლის 11 ივნისს, 15:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტ დარეჯან ჯავახიშვილის სადისერტაციო ნაშრომის ,,ტოტალიტარული რეპრესიებით გამოწვეული ფსიქოსოციალური ტრავმის გავლენა და თაობათაშორისი გადაცემა საქართველოში“ დაცვა. 

დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უივერსიტეტის პროფესორი ქეთევან მაყაშვილი, თანახელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების მიმართულების პროფესორი იოჰანეს ბაქსი (რობერტ ვან ვორენი) .

დრო: 11 ივნისი, 15:30 საათი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები