მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორ ნიკ მუმეჯიანის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

13 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში დოქტორი ნიკ მუმეჯიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას „შრომის ნაყოფი: იხილო ღმერთი, რომელიც ყველაზე გულმოწყალეა“.

ნიკ მუმეჯიანი, თეოლოგი და რელიგიათმცოდნე, ჰარტფორდის უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების ჟურნალის რედაქტორი და ლეიკ შორის ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლია; მისი სწავლებისა და საქმიანობის თემებია შერიგება და ინტერრელიგიური ურთიერთობები.

მეცნიერი ისაუბრებს ქრისტიანულ, ისლამურ და იუდეურ რელიგიათა დიალოგის პოტენციალზე. იგი გვთავაზობს, მათეს სახარების 20:1-16-ის ტექსტის მიხედვით აღმოვაჩინოთ აბრაამული რელიგიებისათვის საჭირო პარადიგმა.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)

დრო: 13 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ავსტრიული ბიბლიოთეკა, S507, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები