მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორ ნატალია პაულოვიჩის ონლაინმოხსენება „ყოველდღიური ცხოვრების ეკოლოგია: ადგილობრივი კვების პრაქტიკები გარემოსდაცვითი საფრთხეების პირობებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში“

ღონისძიებები

7 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით დოქტორი ნატალია პაულოვიჩი ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „ყოველდღიური ცხოვრების ეკოლოგია: ადგილობრივი კვების პრაქტიკები გარემოსდაცვითი საფრთხეების პირობებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში“.

მოხსენება დაფუძნებულია მომავალ სამეცნიერო პროექტზე, რომელიც შეისწავლის, თუ როგორ უმკლავდება დარიშხანით დაბინძურებულ ტერიტორიებზე (რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში) მცხოვრები მოსახლეობა გარემოსდაცვით საფრთხეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კვლევის მთავარი ფოკუსია საკვების მოპოვების, მომზადებისა და მოხმარების პრაქტიკები, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ეკოლოგიური კრიზისისა და ტოქსიკურობის აღქმა.

დოქტორი ნატალია პაულოვიჩი პოლონეთის მარია გჟეგოჟევსკას სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. მისი სამეცნიერო სპეციალიზაცია მოიცავს გენდერის კვლევებს, კვების ანთროპოლოგიასა და სოციოლოგიას, აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის კვლევებს. 2018 წელს მან პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიაში სოციოლოგიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. საველე სამუშაოებს ახორციელებდა საქართველოსა და ბელარუსში. ავტორია არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნისა „აგენტობის გემო: კულინარია, გენდერი და სოციალური ცვლილება საქართველოში“ (Palgrave MacMillan, 2025).

ფორმატი: ონლაინ

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 7 აპრილი, 17:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

ლექციაზე დასწრების მსურველები დაუკავშირდით ორგანიზატორს ელფოსტაზე: mariam.darchiashvili@iliauni.edu.ge

2026

ბანერები