


დოქტორ ჰაიატე სოტომეს მოხსენება „ვაჟა ფშაველა და კენძი მიაძავა - ბუნების მგოსნები“
ღონისძიებები
15 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსის 201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ქართველოლოგი, დოქტორი ჰაიატე სოტომე წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ვაჟა ფშაველა და კენძი მიაძავა – ბუნების მგოსნები“. წარმოგიდგენთ ვაჟა-ფშაველასა (1861-1915) და იაპონელი მწერლის, კენძი მიაძავას (1896–1933), შემოქმედების შედარებით ანალიზს.
მომხსენებლის შესახებ
ფილოლოგიის დოქტორს, ქართველოლოგ ჰაიატე სოტომეს, დამთავრებული აქვს ტოკიოს უნივერსიტეტი. დისერტაცია დაიცვა თემაზე „პოსტკოლონიალური ეკოკრიტიციზმი ქართულ ახალ ლიტერატურაში". ამჟამად მეცნიერების ხელშეწყობის იაპონური საზოგადოების (Japan Society of the promotion for Science) მეცნიერ-თანამშრომელია.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 15 მარტი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, S კორპუსის 201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის ქუჩა N3
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი