მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორ დოროთეა შპანიელ-ვაიზესა და დოქტორ მილიკა საბოს საჯარო მოხსენება

ღონისძიებები

26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (GfdS) თბილისის განყოფილება უმასპინძლებს დოქტორ დოროთეა შპანიელ-ვაიზესა და დოქტორ მილიკა საბოს (იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი). ისინი წაიკითხავენ ერთობლივ მოხსენებას თემაზე „ენის ცოდნასთან დაკავშირებული მოთხოვნები უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ საქმიანობაში და ენობრივი კომპეტენციების სერტიფიკატით დამოწმების შესაძლებლობანი“ („Sprachanforderungen für Studium und Beruf und wie man sie zertifizieren kann“).

მომხსენებლები განიხილავენ თანამედროვე გერმანული ენის აქტუალურ ტენდენციებს, სახელდობრ ენობრივი პოლიტიკის ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: სახელდება, ანგლიციზმები, ახალგაზრდული ენა, გენდერის მიმართ მგრძნობიარე ენა. მსჯელობის საგნად იქცევა კითხვაც: რამდენად აისახება ენის მომხმარებელთა საზოგადოებაში მიმდინარე ენობრივი ცვლილებები გერმანული ენის საგამოცდო სახელმძღვანელოებსა და პროგრამებში.

ცნობებს მომხსენებლების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

Dr. Dorothea Spaniel-Weise | Bereich Deutsch als Fremd- und Zweitsprache

Dr. Milica Sabo | Bereich Deutsch als Fremd- und Zweitsprache

სამუშაო ენა: გერმანული

დრო: 26 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2026

 

ბანერები