


ჯოზეფ ფ. ვუდის საჯარო ლექცია „იამაიკა კინკეიდის „გოგონას“ სწავლება: უნივერსიტეტის საკლასო ოთახების შედარება საქართველოსა და აშშ-ში“
ღონისძიებები
21 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ალაბამის უნივერსიტეტის ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ასისტენტ-პროფესორის ჯოზეფ ფ. ვუდის საჯარო ლექცია „იამაიკა კინკეიდის „გოგონას“ სწავლება: უნივერსიტეტის საკლასო ოთახების შედარება საქართველოსა და აშშ-ში“.
მომხსენებლის შესახებ
ჯოზეფ ფ. ვუდი ალაბამის უნივერსიტეტის (ბირმინგემი) ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ასისტენტ-პროფესორი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (არისკი) კვლევითი სტიპენდიის მფლობელია. იგი არის პოეზიის ოთხი წიგნის, მათ შორის Broken Cage-ის, ამერიკის ეროვნული პოეტური სერიის ფინალისტი წიგნის, ავტორი. მისი ნაშრომები სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულია ჟურნალებში: Boston Review, Arts & Letters Daily, Colorado Review, BOMB და სხვ. ჯოზეფ ვუდი ასწავლის შემოქმედებით წერასა და შედარებით ლიტერატურას. შემოდგომის სემესტრში გაუძღვება კურსს „გლობალური გმირი“ ალაბამის უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც ჯოზეფ ვუდი საქართველოში ატარებს კვლევას, ფინანსდება აშშ-ის განათლებისა და კულტურულ საქმეთა ბიუროს (ECA) მიერ ამერიკული კვლევითი ცენტრების საბჭოსთვის (CAORC) გაცემული გრანტის ფარგლებში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 21 ივნისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწუფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გიორგი წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2023