მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჯეიმს ბეილის საჯარო ლექცია „შუა საუკუნეების საქართველოს მოდელირება: მე-12 საუკუნე, როგორც სტრუქტურირებული მონაცემი“

ღონისძიებები

6 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D402 აუდიტორიაში ვენის უნივერსიტეტის დოქტორანტი და ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ირანული კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი ჯეიმს ბეილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „შუასაუკუნეების საქართველოს მოდელირება: მე-12 საუკუნე როგორც სტრუქტურირებული მონაცემი“.

აბსტრაქტი: ათწლეულების განმავლობაში პროსოპოგრაფიისა და პროსოპოგრაფთა ხელთ არსებული ინსტრუმენტების განვითარებამ გზა გაუხსნა ახალ შესაძლებლობებს ამ დარგში და ამავდროულად წარმოაჩინა ახალი გამოწვევებიც.

მომხსენებელი შეეხება მაღალი შუა საუკუნეების საქართველოს პროსოპოგრაფიული (PHMG) ბაზის შექმნას და გააანალიზებს ზოგიერთ იმგვარ შესაძლებლობას, რომლებიც ეხამება პრემოდერნულ პროსოპოგრაფიულ კონტექსტებს. ამგვარად, განხილვისას გამოყოფილი იქნება რამდენიმე ძირითადი განსხვავება, ასევე ტერმინოლოგია, რომლებიც დაგეხმარებათ განასხვაოთ მიზნები და მონაცემთა სტრუქტურები, რომლებსაც პროსოპოგრაფები იყენებენ. PHMG მონაცემთა ბაზა იყენებს პიროვნება-პროსოპონის მოდელს ჩვეულებრივი ფაქტობრივი მოდელის ალტერნატივად: ამგვარი კომპრომისის შედეგად ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება წყაროს მასალაზე ახლო, დეტალური მიმართების ეფექტურობას მონაცემთა უფრო კურირებული წარმოდგენის სასარგებლოდ, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოყენებულ იქნას შუა საუკუნეების შესახებ კონკრეტული იდეებისა და ვარაუდების მოდელირებისა და გადამოწმებისთვის.

ამ პროცესში ზოგიერთი დაშვება მოიცავს იდენტობის კატეგორიების როლის გადაფასებას მეთორმეტე საუკუნის ძალაუფლებრივ სტრუქტურებში. ეს მიუთითებს რეგიონულ, ეთნიკურ და გენდერულ იდენტობათა უფრო მაღალ როლზე შუამავლობის პერსონალური ფორმების დაშვებას, რაც ძალაუფლების განხორციელების საშუალებას იძლეოდა ოფიციალური სტრუქტურების გვერდის ავლით. ეს კი დამატებით საშუალებას გვაძლევს ქართულ ქრონიკებში დაცული მასალის უკეთ გასააზრებლად და ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში საქართველოში ძალაუფლების პროექციის სურათის წარმოსადგენად. ამგვარი მიდგომით შესაძლებელი ხდება, მივიღოთ უკეთესი კომპლექსური გამოსახულება კონტროლის განსხვავებული დონეებისა და საქართველოსა და მის სამეზობლოს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ვიდრე რეგიონის მეთორმეტე საუკუნის გეოპოლიტიკის ახსნის მცდელობებია მის თანამედროვე ან ლეგალისტურ ჩარჩოებზე მორგებით.

ავტორის შესახებ

ჯეიმს ბეილი სწავლობს ვენის უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურზე. ამავდროულად მუშაობს ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ირანული კვლევების ინსტიტუტში. მისი ძირითადი ნაშრომი ეხება სტრუქტურირებულ მონაცემთა გამოყენებას მაღალი შუა საუკუნეების პერიოდის კავკასიაში ადამიანებისა და მოვლენების საკვლევად. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები როგორც საქართველოს ისტორიის, ასევე პროსოპოგრაფიული მეთოდებისა და მონაცემთა ბაზის სტრუქტურირების შესახებ. სხვა კვლევითი ინტერესები მოიცავს როგორც შუა საუკუნეების ისტორიის თანამედროვე აღქმას, განსაკუთრებით თამაშის კონტექსტში, ასევე ისტორიულ კომუნიკაციაში თხრობის გამოყენებას. ჯეიმს ბეილი შუა საუკუნეების კავკასიური ქსელის შექმნის ინიციატორი და შუასაუკუნეობრივი სამყაროს კოდინგთან დაკავშირებით სემინარების სერიის თანაწამყვანია.

ჯეიმს ბეილის პერსონალური გვერდი: https://hcommons.org/members/jubalbarca/

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 6 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D402 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 

ბანერები