


"ჯა‘ფარ III ბ. ‘ალი, XI საუკუნის თბილისის ჯა‘ფარიანი ამირა" - საჯარო ლექცია
ღონისძიებები
24 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D204 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირაკლი ფაღავა და თავისუფალი მკვლევარი გიორგი გოგავა წაიკითხავენ მოხსენებას „ჯა‘ფარ III ბ. ‘ალი, XI საუკუნის თბილისის ჯა‘ფარიანი ამირა".
მოხსენება ეძღვნება თბილისის ჯა‘ფარიან ამირა ჯა‘ფარ III-ს, XI საუკუნის ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს.
მომხსენებლები მის ზეობას განიხილავენ ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური და ნარატიული წყაროების მიხედვით, დააზუსტებენ რეგიონის პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ეკონომიკური ისტორიის რამდენიმე საკითხს.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 24 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D204 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2023