მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება დაიწყო

კონკურსები

ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის გაღრმავებისა და აფხაზური თემატიკის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები.

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ სხვადასხვა დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეულ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (საშუალო ქულა უნდა აღემატებოდეს 80-ს);
  • მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში;
  • გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი;
  • არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

ამასთან დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია განკუთვნილია პოლიტიკის მეცნიერების დარგში მომუშავე სტუდენტებისათვის, ხოლო ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია – ყველა სხვა სამეცნიერო დარგის სტუდენტებისათვის.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია განისაზღვრება თვეში 150 ლარით სამაგისტრო, ხოლო 100 ლარით – საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. სტუდენტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში.

რაც შეეხება ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიას, ის განისაზღვრება თვეში 150 ლარით როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. სტუდენტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 31 ივლისამდე შესაბამისი ფაკულტეტის ელფოსტაზე გამოგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია: 

  1. რეზიუმე;
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. ლექტორის რეკომენდაცია;
  4. სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  5. სიგელები, სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  6. ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი arts_sciences@iliauni.edu.ge

სამართლის სკოლა lawfaculty@iliauni.edu.ge

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი sciences_medicine@iliauni.edu.ge

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი bte@iliauni.edu.ge

თუ პოლიტიკის მეცნიერების დარგში მუშაობთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ: დიმიტრი ემუხვარის სახელობის სტიპენდია, ხოლო ყველა სხვა დარგში მომუშავე სტუდენტებმა წერილის ველში მიუთითეთ ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3MZBlHi

 2022 წელი

ბანერები