მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბაშირ ტამსირ ნიანის ონლაინმოხსენება

ღონისძიებები

16 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ონლაინმოხსენებას წაიკითხავს გვინეელი ფრანგულენოვანი მწერალი, აფრიკული ლიტერატურის სპეციალისტი, პროფესორი ბაშირ ტამსირ ნიანი.

მოხსენება „Invention des écrirures et états du narratif en langues africaines. Pour une écriture décomplexée de l’histoire africaine : Le narratif traditionnel & le narratif moderne“ შეეხება აფრიკულ ენებს, ეროვნულ და ფრანგულენოვან ლიტერატურას.

მომხსენებლის შესახებ

ბაშირ ტამსირ ნიანი სონფონიის (გვინეა) გენერალ ლანსანა კონტეს უნივერსიტეტის თანამედროვე ფრანგულენოვანი აფრიკული ლიტერატურის პროფესორია. კითხულობს ლექციების ციკლს დამოუკიდებლობის შემდეგდროინდელ აფრიკულ რომანზე. ავტორია ორი რომანისა: “Little jamaica“ და “L’enfant de Gondar“.

ბაშირ ტამსირ ნიანი 2022 წლის ნოემბერში ეწვია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო კონფერენციაზე „ფრანგულენოვანი ლიტერატურები მრავალფეროვნების გამოხატვის სამსახურში“ და პლენარულ სესიაზე წაიკითხა მოხსენება La littérature africaine francophone dans le champ littéraire universel : Dire l’Afrique en français.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გარდა ღონისძიებაში ონლაინ ჩაერთვებიან რუმინეთისა და მოლდავეთის უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები.

ფორმატი: ჰიბრიდული

Join Zoom Meeting https://bit.ly/3JfwRxD

Meeting ID: 854 9845 8894

Passcode: 921613

სამუშაო ენა: ფრანგული

დრო: 16 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

2023

ბანერები