მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ავტოკეფალიის საკითხი, როგორც მართლმადიდებლური პოლიტიკური თეოლოგია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს რელიგიის კვირეულის ფარგლებში. 21-დან 25 ივნისის ჩათვლით მოწვეული მომხსენებლები წაიკითხავენ ლექციებს, რომელთა თემატიკა აერთიანებს რელიგიის შესწავლის განსხვავებულ პერსეპექტივებს. მრავალფეროვანია თემათა გეოგრაფიული არეალი და კულტურული კონტექსტიც, რაც საშუალებას იძლევა, რელიგიასთან დაკავშირებული საკითხის თავისებურებები აღმოვაჩინოთ ლოკალურ კულტურაში და უფრო ფართო პერსპექტივით დავინახოთ რელიგიის ფენომენი.

24 ივნისს, 17:00 საათზე, გაიმართება ლექცია თემაზე: „ავტოკეფალიის საკითხი, როგორც მართლმადიდებლური პოლიტიკური თეოლოგია“.

ლექციის შესახებ:

მოხსენება ეყრდნობა უკანასკნელი ორი წლის მუშაობის გამოცდილებას საზღვრებისა/borders და ზღვრების/boundaries მიმართების საკითხზე მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ფარგლებში. ავტოკეფალიის შესახებ ბევრი დაწერილა, მაგრამ დღემდე არ არსებობს სრულფასოვანი ნაშრომი, რომელიც მას როგორც ისტორიულ ჭრილში, ასევე დღევანდელი პოლიტიკური თეოლოგიის კუთხით განიხილავს. ბიზანტიური სინამდვილიდან მომდინარე ავტოკეფალიის ფენომენი დღეს ტრადიციულ მართლმადიდებელ ქვეყნებში პოლიტიკური მანევრირების გასაოცარ მასშტაბებს აღწევს და თითქმის ერთი და იმავე ძალით იზიდავს საეკლესიო, პოლიტიკურსა თუ სამოქალაქო სექტორს. ამისათვის მოხსენებაში დამოწმებულია სოციალურ მეცნიერებათა მონაცემები – ნაციონალიზმის, სეკულარიზმის შესახებ არსებული აკადემიური ხედვები და პოსტსაბჭოთა მართლმადიდებლური სივრცის კონტექსტი. 

მომხსენებელი თამარ გრძელიძე

დრო: 24 ივნისი, ხუთშაბათი, 17:00-19:00 სთ

ლექცია გაიმართება დისტანციურად, facebook live-ის მეშვეობით.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

2021 წელი

ბანერები