მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენთან შეხვედრა

ღონისძიებები

30 იანვარს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენსა და ამავე სააგენტოს საქართველოს ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელ თამარ ღარიბაშვილთან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ასოცირებული წევრია.  

სტუმრები ისაუბრებენ ღონისძიებებზე, რომლებიც ემსახურება ფრანგული ენისა და კულტურის, ფრანკოფონული ქვეყნების კულტურის პოპულარიზაციას როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით.

ილიაუნი ადმინისტრირებას უწევს ორი მნიშვნელოვანი ვებგვერდის ფუნქციონირებას:

ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების, საჯარო სკოლების ფრანგულენოვანი მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებათა შესახებ.

  • ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ფრანკოფონული სადოქტორო კოლეჯის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში – CODFREURCOR ვებგვერდი https://codfreurcor.iliauni.edu.ge

კოლეჯის ვებგვერდზე, რომელიც აერთიანებს რეგიონის 15 უნივერსიტეტს, ვრცელდება ინფორმაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში გამართულ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ. კოლეჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის გამართვა კოლეჯის წევრ უნივერსიტეტებში. კონფერენციის მასალები  იბეჭდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალენოვან ჟურნალში „ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“ (EISH) http://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/issue/view/20.

2014 წლიდან გამოცემულია 10 ნომერი.

სამუშაო ენა: ფრანგული

დრო: 30 იანვარი, 09:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები