


ათინათ მამაცაშვილის საჯარო ლექცია და სამეცნიერო კრებულების პრეზენტაცია
ღონისძიებები
28 სექტემბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება ნამიურის უნივერსიტეტისა (ბელგია) და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლობითა და პროფესორ ათინათ მამაცაშვილის თანარედაქტორობით გამოცემული ორი სამეცნიერო კრებულის პრეზენტაცია და პროფესორ ათინათ მამაცაშვილის საჯარო ლექცია.
ორი სამეცნიერო კრებულის პრეზენტაცია
კრებულები – „ლიტერატურა და ტოტალიტარიზმი I. მწერლობა როგორც მოწმობა“ / „Littérature et totalitarisme I. Écrire pour témoigner“ (Presses universitaires de Namur, 2014) და „ლიტერატურა და ტოტალიტარიზმი II. ფენომენის კონცეპტუალიზაცია“ / „Littérature et totalitarisme II. Vers une conceptualisation du phénomène“ (Presses univers itaires de Namur, 2020) – დაბეჭდა ნამიურის უნივერსიტეტის გამომცემლობამ ბელგიაში ილიაუნის თანადაფინანსებით და ევროპის 35-მდე ბიბლიოთეკაში.
ნამიურის უნივერსიტეტის გამომცემლობამ (Presses universitaires de Namur) 2014 წელს გამოსცა სამეცნიერო კრებული სათაურით „Littérature et totalitarisme I. Écrire pour témoigner“ (ლიტერატურა და ტოტალიტარიზმი I. მწერლობა როგორც მოწმობა“), ხოლო 2020 წელს – მეორე კრებული, პირველის გაგრძელება: „Littérature et totalitarisme II. Vers une conceptualisation du phénomène“ (ლიტერატურა და ტოტალიტარიზმი II. ფენომენის კონცეპტუალიზაცია). კრებულების სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან ილიაუნის პროფესორი ათინათ მამაცაშვილი და ანკე ბოსი/Anke Bosse (ნამიურის უნივერსიტეტის პროფესორი 2015 წლამდე, ამჟამად კლაგენფურტის უნივერსიტეტის (ავსტრია) პროფესორი და მუზილის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი/Robert-Musil-Institut für Literaturforschung der Universität Klagenfurt). 2014 წელს ანკე ბოსი მოწვეული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურის მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე პლენარული მომხსენებლის სტატუსით.
ორივე კრებულს საფუძვლად უდევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამეცნიერო თანამშრომლობა. პირველ კრებულში დაბეჭდილია ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის პროფესორების – მზაღო დოქტურიშვილის, ბელა წიფურიასა და ათინათ მამაცაშვილის სტატიები. მეორე კრებულში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების – ნინო ფირცხალავას და ათინათ მამაცაშვილის სტატიები. „ლიტერატურა და ტოტალიტარიზმი II. ფენომენის კონცეპტუალიზაცია“ ილიაუნის თანადაფინანსებით გამოიცა. როგორც ქართველი, ასევე ფრანგი და ბელგიელი მეცნიერების სტატიები ეხება აქტუალურ საკითხებს: ლიტერატურასა და დიქტატორულ რეჟიმებს, ლიტერატურასადა ისტორიას.
წიგნების აღწერა იხ. გამომცემლობის ვებვერდზე:
ათინათ მამაცაშვილის მოხსენება:
„ვან გოგის ფეხსაცმელები ანუ მოგზაურობა ამსტერდამის, პარიზის და სხვა ადგილების გავლით
ურბანული პერსპექტივები მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში“
მოხსენება შეეხება ვან გოგის ტილოს „ფეხსაცმელები“, რომელიც მან შექმნა პარიზში 1886 წლის შემოდგომაზე. ნახატზე გამოსახულია ქვეითად მოსიარულე ადამიანის, უფრო ზუსტად კი ქალაქის ბინადრის ფეხსაცმელები, რაც სწორედ ამ ურბანულ კონტექსტშია საინტერესო ეს „მოგზაური ფეხსაცმელებია“, როგორც მათ დერიდა უწოდებს; ეს არის ასევე პერსპექტივა დროის გადალახვის, მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის. ფეხსაცმელს შეიძლება ეწოდოს მოხეტიალე და დევნილი.
კვლევა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ტექსტებში სივრცისა და ურბანული კონფიგურაციების შესახებ რეფლექსიის მცდელობაა, განსაკუთრებით ორი მწერლის ფრანსუაზ ფრენკელისა/ Françoise Frenkel (1889-1975) და ანდრე შამსონის შემოქმედებაში/ André Chamson (1900-1984).
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 28 სექტემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი