მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №68/ნ-ით დამტკიცებულ „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულზე“.

ილიაუნი 2021 წლიდან ამ მოდულის ოფიციალური მიმწოდებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე.

ტრენინგს ჩაატარებენ ამავე კონკურსის მიერ გამოვლენილი ტრენერები, ადრეული განათლების სპეციალისტები.

  • ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს;
  • ტრენინგი ჩატარდება ონლაინ zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, მისი სერტიფიკატი ოფიციალურად აღიარებულია და დაეხმარება პირს აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის დაწყებაში.

ტრენინგ-მოდული

  • მოიცავს 66 საკონტაქტო საათს.
  • მისი მიზანია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება.

პროგრამის ძირითადი თემები:

  1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა და ძირითადი პრინციპები;
  2. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები;
  3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი.

ლექციები ჩატარდება 20 ნოემბრიდან სამუშაო დღეებში დისტანციურად.

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე https://forms.gle/hLX2B48vha5bJDqt9

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 15 ნოემბერი

სწავლის საფასური კურსზე: 450 ლარი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2023

ბანერები