


„აღმოსავლეთ აზიის სამი ენა: ჩინური, კორეული და იაპონური“ – იასუჰირო კოჯიმას საჯარო ლექცია
ღონისძიებები
15 ივნისს, 15:00 საათზე, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში იასუჰირო კოჯიმა წაიკითხავს მოხსენებას „აღმოსავლეთ აზიის სამი ენა: ჩინური, კორეული და იაპონური“.
სემინარი ორგანიზებულია აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის მიერ.
დოქტორი კოჯიმა ისაუბრებს ჩინურის, კორეულისა და იაპონური ენების მსგავსებებსა და განსხვავებებზე, ასევე მათ ისტორიულ კავშირზე.
მომხსენებლის შესახებ
იაპონელმა ლინგვისტმა, ქართველოლოგმა და მთარგმნელმა, დოქტორმაიასუჰირო კოჯიმამ 2000-2002 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში შეისწავლა კავკასიურ ენები:ქართული, მეგრულ-ჭანური და სვანური. 2013-2018 წლებში მუშაობდა საქართველოში იაპონიის საელჩოს ატაშედ. იასუჰირო კოჯიმა აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას იაპონიაში, ტოკიოს უცხო ენათა ინსტიტუტში ასწავლის ქართულ ენას; თარგმნის ნაწარმოებებს ქართულიდან იაპონურად. იაპონურად თარგმნა ვაჟა-ფშაველას, ნოდარ დუმბაძისა და გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები. 2011 წელს იაპონურ ენაზე გამოსცა ქართული ენის სახელმძღვანელო; მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის მედალი „სამოქალაქო თავდადებისთვის“ (2013), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრემია „ოქროს ფრთა“ (2017), ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯილდო გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისთვის (2019).
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 15 ივნისი, 15:00-16.30 საათი
ადგილმდებარეობა: S201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის ქუჩა N3, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი