2026-2027 სასწავლო წლისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების პირველადი შედეგები
ახალი ამბები
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები (ნედლი ქულები) მოცემულია პროგრამების მიხედვით მიმაგრებულ დოკუმენტებში.
მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.
- რელიგიის კვლევები - ზეპირი გამოცდის შედეგები
- შუა საუკუნეები კვლევები - ზეპირი გამოცდის შედეგები
- ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები - ზეპირი გამოცდის შედეგები
- გერმანიის კვლევები - კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება - ზეპირი გამოცდის შედეგები
- ადიქციის კვლევები - ზეპირი გამოცდის შედეგები
- კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია - ზეპირი გამოცდის შედეგები
სააპელაციო პროცედურები
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების შესახებ უნდა გააგზავნოს 2026 წლის 6 სექტემბრის 09:00 საათიდან - 8 სექტემბრის 16:00 საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე: graduateschool@iliauni.edu.ge (სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ )
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია.
საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განმეორებითი გამოცდები ჩატარდება 2026 წლის 9 ან/და 10 სექტემბერს. ინფორმაცია პროგრამების მიხედვით სააპელაციო გამოცდების განრიგისა და ადგილმდებარეობის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2026 წლის 8 სექტემბერს არაუგვიანეს 20:00 საათისა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.
შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 2026 წლის 11 სექტემბრისა.
ხელშეკრულებების გაფორმება
მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 14 სექტემბრის 10:00 საათიდან 15 სექტემბრის 18:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №32).
ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 14 სექტემბერს 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე;
ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 15 სექტემბრის 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე.
სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებით განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 15 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: CV/სამოტივაციო წერილი/ესეი):
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, სადაც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
დ) ფაკულტეტის მოთხოვნის შემთხვევაში – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;
ე) 1 ფოტოსურათი ზომით 3X4.
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა.
იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
რუსუდან გიორგაძე
საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A204
☏ (+995 32) 222 00 09 (430)
✉ rusudani.giorgadze@iliauni.edu.ge
თინათინ ასანიშვილი
საქმისმწარმოებელი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 301
✉ graduateschool@iliauni.edu.ge
2026