მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2 სექტემბრის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შესახებ

ახალი ამბები

ინგლისური ენის ტესტირება B2 კომპეტენციის დასადგენად პროგრამებისთვის – „პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები“, „რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები)“, „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება“ და „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ – დაიწყება 2024 წლის 2 სექტემბერს, 10:00 საათზე, და გაგრძელდება დღის განმავლობაში.

ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და საგამოცდო აუდიტორიების მითითებით განთავსდება ილიაუნის ვებგვერდზე არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა.

გერმანული ენის ტესტირება B2 კომპეტენციის დასადგენად პროგრამაზე „გერმანიის კვლევები − კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება“ ჩატარდება 2024 წლის 2 სექტემბერს.

სამაგისტრო პროგრამის „რელიგიის კვლევები“ ზეპირი გამოცდა ჩატარდება 2024 წლის 2 სექტემბერს, ხოლო სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ ზეპირი გამოცდა –  2024 წლის 2 ან/და 3 სექტემბერს (აპლიკანტთა რაოდენობიდან გამომდინარე).

სამაგისტრო პროგრამის „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ ზეპირი გამოცდა ჩატარდება 2024 წლის 2 სექტემბერს.

სამაგისტრო პროგრამის „ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) წერითი გამოცდა ჩატარდება 2024 წლის 2 სექტემბერს.

დეტალური ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და საგამოცდო აუდიტორიების მითითებით 2 სექტემბერს დაგეგმილი გამოცდებისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სხვა სამაგისტრო პროგრამების გამოცდებთან დაკავშირებით აიტვირთება ილიაუნის ვებგვერდზე არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა.

2024

ბანერები