მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები

ახალი ამბები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები (ნედლი ქულები) პროგრამების მიხედვით მოცემულია მიმაგრებულ დოკუმენტებში მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.

  1. ანგლისტიკა - ზეპირი გამოცდის შედეგები
  2. რომანული ფილოლოგია - ესეის და ზეპირი გამოცდის შედეგები
  3. შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა - ზეპირი გამოცდის შედეგები
  4. გამოყენებითი ენათმეცნიერება - ზეპირი გამოცდის შედეგები
  5. რელიგიის კვლევები - ზეპირი გამოცდის შედეგები
  6. ფილოსოფია - წერითი გამოცდის შედეგები, ზეპირი გამოცდის შედეგები
  7. შუა საუკუნეები კვლევები - ზეპირი გამოცდის შედეგები
  8. არქეოლოგია - ზეპირი გამოცდის შედეგები
  9. თანამედროვე საქართველოს ისტორია - ზეპირი გამოცდის შედეგები
  10. ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები - ზეპირი გამოცდის შედეგები
  11. ინომცოდნეობა - ზეპირი გამოცდის შედეგები
  12. გერმანიის კვლევები - კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება - ზეპირი გამოცდის შედეგები
  13. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) - წერითი გამოცდის შედეგები
  14. ოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები - ზეპირი გამოცდის შედეგები
  15. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება - ზეპირი გამოცდის შედეგები
  16. რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები) - ზეპირი გამოცდის შედეგები
  17. ადიქციის კვლევები - ზეპირი გამოცდის შედეგები
  18. სოციოლოგია - ზეპირი გამოცდის შედეგები
  19. სოციალური მუშაობა - ზეპირი გამოცდის შედეგები
  20. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია - ზეპირი გამოცდის შედეგები
  21. ფსიქიკური ჯანმრთელობა - ზეპირი გამოცდის შედეგები

სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ უნდა გამოგზავნოს 2024 წლის 9 სექტემბრის 20:00-დან 10 სექტემბრის 18:00 საათამდე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე graduateschool@iliauni.edu.ge (სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ. )

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია. 

საპრეტენზიო განაცხადების საფუძველზე დანიშნული განმეორებითი გამოცდა ჩატარდება და/ან ესეების//ტესტების/სამოტივაციო წერილები განმეორებით განიხილება 2024 წლის 12 ან/და 13 სექტემბერს.

პროგრამების მიხედვით სააპელაციო გამოცდების განრიგისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 11 სექტემბრისა.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.


შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2024 წლის 13 სექტემბერს.


ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულებები გაფორმდება 2024 წლის 14-დან 18 სექტემბრის 12:00 საათამდე A 103 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. №32)

ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 14, 15 და 16 სექტემბერს;

ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 17 და 18 სექტემბრის 12:00 საათამდე.


სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 16 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გასაფორმებლად რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: cv/სამოტივაციო წერილი/ესეი):

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;

ე) 1 ფოტოსურათი ზომით 3X4.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა. 

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


საკონტაქტო პირებ   

თინათინ ასანიშვილი

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: tinatin.asanishvili@iliauni.edu.ge

მარიამ ჩორგოლაშვილი

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 

ბანერები