მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების განრიგი

ახალი ამბები

დეტალური ინფორმაცია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების თარიღებისა და ადგილმდებარეობის შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი პროგრამების მიხედვით იხილეთ სრულად.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! 

გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის აპლიკანტი, რომელიც წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან პასპორტს.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.


მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები

1. ანგლისტიკა – ზეპირი გამოცდის განრიგი

2. რომანული ფილოლოგია – ესეისა და ზეპირი გამოცდის განრიგი

3. შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა – ზეპირი გამოცდის განრიგი

4. გამოყენებითი ენათმეცნიერება – ზეპირი გამოცდის განრიგი

5. რელიგიის კვლევები – ზეპირი გამოცდის განრიგი

6. ფილოსოფია – წერითი და ზეპირი გამოცდების განრიგი

7. შუა საუკუნეების კვლევები – ზეპირი გამოცდის განრიგი

8. არქეოლოგია – ზეპირი გამოცდის განრიგი

9. თანამედროვე საქართველოს ისტორია –ტესტირება ინგლისურ ენაში განრიგი, ზეპირი გამოცდის განრიგი

შენიშვნა: თუკი აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის ტესტის მინიმალურ ზღვარს (65% და მეტი), ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს. ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ათავისუფლებს აპლიკანტს ინგლისური ენის გამოცდისგან (სერტიფიკატის B2 წარმოდგენისას უნდა დადასტურდეს, რომ აპლიკანტმა გამოცდა ჩააბარა და მიიღო საერთო ქულების 65% და მეტი, ან უნდა ჰქონდეს C1 დონის სერტიფიკატი).

10. ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები – ზეპირი გამოცდის განრიგი


მიმართულება: ხელოვნება

11. კინომცოდნეობა – ზეპირი გამოცდის განრიგი


მიმართულება: სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა)

12. გერმანიის კვლევები – კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება – ტესტირება გერმანულ ენაში განრიგი, ზეპირი გამოცდის განრიგი

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს გერმანული ენის ტესტის მინიმალურ ზღვარს, ავტომატურად ეთიშება კონკურსს.

13. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) – წერითი გამოცდის განრიგი

შენიშვნა: წერითი გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ხოლო განათლებისა და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი სხვა სფეროშიც.

ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილში უნდა მიიღოს დადებითი შეფასება და მის მიერ მიღებული ქულა არ უნდა იყოს 9 ქულაზე ნაკლები ტესტის ორ ნაწილში მაინც.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ამოწმებს სტუდენტის ინგლისური ენის კომპეტენციასა (B2 დონე) და დარგობრივ ცოდნას.

14. პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები – ტესტირება ინგლისურ ენაში განრიგი, ზეპირი გამოცდის განრიგი

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ეთიშება კონკურსს.

15. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება – ტესტირება ინგლისურ ენაში განრიგი, ზეპირი გამოცდის განრიგი

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ეთიშება კონკურსს.

16. რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები) – ტესტირება ინგლისურ ენაში განრიგი

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ეთიშება კონკურსს.

17. ადიქციის კვლევები – ზეპირი გამოცდის განრიგი

18. სოციოლოგია – ზეპირი გამოცდის განრიგი

შენიშვნა: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის კომპონენტს, ეთიშება კონკურსს. სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილში უნდა მიიღოს დადებითი შეფასება.

19. სოციალური მუშაობა – ზეპირი გამოცდის განრიგი


მიმართულება: ჯანდაცვა

20. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია – ზეპირი გამოცდის განრიგი

21. ფსიქიკური ჯანმრთელობა – ზეპირი გამოცდის განრიგი


 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი თინათინ ასანიშვილი
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: tinatin.asanishvili@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი მარიამ ჩორგოლაშვილი

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

2024

 

ბანერები